ფინეთის კოლეჯში მამაკაცმა ხმლით 1 ადამიანი მოკლა, ხოლო 10 დაჭრა

საქართველო, თბილისი - 2019-10-01 17:28:00

ფინეთის ქალაქ კუოპიოში ხმლით შეიარაღებული მამაკაცი კოლეჯში შეიჭრა და სტუდენტებს თავს დაესხა. იუწყება yle.fi

დაიღუპა 1 და დაიჭრა 10 ადამიანი.

ორი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა იარაღის გამოყენებით დააკავეს. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ.