ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია "მაესტროში" იწყებს მუშაობას

საქართველო, თბილისი - 2009-11-12 12:00:00

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ასევე ყოფილი გენერალური დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია „მაესტროში"იწყებს მუშაობას.

"დეტალური ინფორმაცია დღეს, ტელეკომპანია "მასტროს" ოფისში, 16:00 საათზე პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი" - განაცხადა მამუკა ღლონტმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.