რუსი ოკუპანტების მიერ ოჩამჩირედან გატაცებული სამი მეთევზე უკვე ზუგდიდში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 2009-11-12 11:03:00

რუსი ოკუპანტების მიერ ოჩამჩირედან გადაცებული სამი მეთევზე ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და ისინი გუშინ გვიან ღამით ზუგდიდში გადმოვიდნენ.

ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის ჯარიმის გარდა რუსმა ოკუპანტებმა თითოეულ მათგანს ათას-ათასი დოლარი გადაახდევინეს.

ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება ენგურის ხიდიდან გატაცებული ჯამბულ ბაძაღუა.