სალომე ზურაბიშვილი მეტროპოლიტენ ოპერის პრეზიდენტს ენ ზიფს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2019-09-23 10:20:00

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი, შეერთებულ შტატებში სამუშო ვიზიტის ფარგლებში, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერის პრეზიდენტს ენ ზიფს შეხვდება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა ასამბლეაზე 25 სექტემბერს იგეგმება.

ვიზიტის პროგრამა

23 სექტემბერი

09.00-10.00 საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე

11.30-12.15 "რელიგიური თავისუფლების დაცვის მსოფლიო ინიციატივა" აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივით

13.00-14.30 საქართველოს პრეზიდენტის დასწრება კლიმატის სამიტის სამუშაო სადილზე

15.10-15.40 საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა აშშ-ში ჯანდაცვის და ადამიანური მომსახურეობის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან ბატონ ალექს აზართან, აშშ-ში ჯანდაცვისა და ადამიანური მომსახურების საკითხთა დეპარტამენტის გლობალურ საქმეთა დირექტორთან ბატონ გარეტ გრიგსბისთან

18.30-20.00 სადილი ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით

24 სექტემბერი

08.30-09.00 მიღება გაეროს გენერალური მდივნის სახელით

09.00-11.00 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 74-ე პლენარული სხდომის დებატის გახსნა

13.00-14.30 ლანჩი გაეროს გენერალური მდივნის სახელით დელეგაციის ხელმძღვანელების პატივსაცემად

19.00-20.30 ოფიციალური მიღება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბატონ დონალდ ტრამპის სახელით

25 სექტემბერი

07.45-09.00 პრეზიდენტის დასწრება მაიკლ ბლუმბერგის მიერ ორგანიზებულ საუზმეზე

11.00-13.00 პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 74-ე პლენარული სხდომის გენ დებატებზე

15.00-16.00 საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა სამიტზე "მდგრადი განვითარების მიზნები"

19:00-19:30 პრეზიდენტის შეხვედრა Millennium Challenge Corporation-ის წარმომადგენლებთან

26 სექტემბერი

10.00-13.30 პრეზიდენტის ვიზიტი "ვესტ პოინტის“ სამხედრო სასწავლებელში

15.00- პრეზიდენტის შეხვედრა მეტროპოლიტენ ოპერას პრეზიდენტთან ქალბატონ ენ ზიფთან

17.00 პრეზიდენტის შეხვედრა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საერთო გამოფენების ხელმძღვანელთან ბატონ ჯეი ლევენსონთან

27 სექტემბერი

 09.45-11.00 საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა "საგარეო ურთიერთობათა საბჭოში"

12.00-13.00 პრეზიდენტის საჯარო ლექცია კოლუმბიის უნივერსიტეტში

15.00-16.00 პრეზიდენტის შეხვედრა NYთ დირექტორთა საბჭოსთან