HBO მინისერიალ "ეკატერინე დიდის" თრეილერს აქვეყნებს | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 2019-09-08 20:01:00

HBO-გამოაქვეყნა მინისერიალ ეკატერინე დიდის/Catherine the Great პირველი სრული თრეილერი.

მინისერიალში რუსეთის იმპერატორის ეკატერინე მეორის როლს ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, ოსკაროსანი ჰელენ მირენი ასრულებს.

ისტორიული დრამა 4 ეპიზოდისაგან შედგება და მოგვითხრობს ეკატერინე მეორის მმართველობის ბოლო წლების შესახებ. ასევე მასში ასახულია იმპერატორისა და მისი მინისტრის, გრიგორი პოტიომკინის რომანტიკული ურთიერთობა.

მინისერიალ ეკატერინე დიდის პრემიერა HBO-ზე 21 ოქტომბერს შედგება.