კენიის ეროვნულ პარკში წყალმოვარდნას ორი ტურისტი ემსხვერპლა, 5 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

საქართველო, თბილისი - 2019-09-02 12:58:00

კენიის ეროვნულ პარკში „ჯოჯოხეთის კარიბჭის“ კანიონში წყალმოვარდნასა და გადაუღებელ წვიმებს 2 ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე კიდევ 5 ადამიანი ითვლება დაკარგულად.

კენიის ეროვნული პარკი დროებით დაიხურა.

AFP- ის ინფორმაციით, დაკარგული და გარდაცვლილი ადამიანები 12-კაციანი გუნდის წევრები არიან. სწორედ ამ გუნდიდან, ერთ-ერთმა ტურისტმა მოახერხა რეინჯერებისთვს ინფორმაციის მიწოდება.

პოლიციის განცხადებით, ინციდენტის ადგილის დათვალიერების შედეგად, სავარაუდოა, რომ ხუთივე დაკარგული გარდაცვლილი იყოს.

მომხდარის შემდეგ სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ამ ეტაპზე, აღმოჩენილია 2 გვამი.

კენიის ეროვნული პარკი საოცარი სილამაზითა და ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ეს პარკი გახდა „უოლტ დისნეის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის, „მეფე ლომის“ ინსპირაციის ადგილი.