ბრიტანელებმა Ryanair-ის მომსახურებას ყველაზე დაბალი შეფასება მისცეს

საქართველო, თბილისი - 2019-08-28 13:20:00

დაბალ ბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა Which?-ის ყოველწლიურ რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა. გამოკითხვა, რომელიც 100 პოპულარული ბრენდის მომსახურების ხარისხს ამოწმებდა, ირლანდიური "ლოუკოსტერი" უკვე მეექვსეჯერ ბოლო ადგილზეა. Ryanair-ის მომსახურებით მხოლოდ კლიენტთა 45%-ია კმაყოფილი. 

საუკეთესო ბრიტანული ბრენდების გამოვლენაში 4000 რესპოდენტი მონაწილეობდა. რეიტინგში ავიაკომპანია British Airways-ი 83-ე, ხოლო easyJet-ი 79-ე ადგილზეა.

რეიტინგში, მოწინავე, პირველ ადგილზეა Direct Bank-ი, შემდეგ მოდიან Lakeland-ი, Marks & Spencer-ი და Waitrose.