ხატია ბუნიათიშვილის კონცერტს საფრანგეთში 50 000 ადამიანი დაესწრო | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 2019-07-28 18:04:00

საფრანგეთის ქალაქ როიანში, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი გაიმართა, რომელსაც 50 000-მდე ადამიანი დაესწრო.

ქართველმა პიანისტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო გამოაქვეყნა და აუდიტორიას მადლობა გადაუხადა.

„აქ იყო 50 000  ადამიანი, მაგრამ იგრძნობოდა თითქოს ეს იყო ერთი გული, მადლობა როიან“,- წერს ხატია ბუნიათიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველმა პიანისტმა პარიზში, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში, 28 სექტემბერს კონცერტს გამართავს.