აშშ ქალთა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონია - შტატების ისტორიული ტრიუმფი საფრანგეთში

საქართველო, თბილისი - 2019-07-08 15:53:00

ქალთა ფეხბურთში ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჩემპიონია. მსოფლიო ჩემპიონატში საფრანგეთში გამართული  ფინალი, აშშ-სა და ნიდერლანდებს შორის შტატების ისტორიული გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

ორივე გოლი თამაშის მეორე ნახევარში, ამერიკელმა მეგან რაპინომ და როუზ ლეივლიმ გაიტანეს.

ფეხბურთში ქალთა მსოფლიო თასზე, ამერიკის შეერთებული შტატების მე-4 გამარჯვებაა. მან ბოლოს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2015 წელს, კანადაში მოიპოვა.