დღეს, ხატია ბუნიათიშვილი France 2-ის პირდაპირ ეთერში დაუკრავს [პრომო ვიდეო]

საქართველო, თბილისი - 2019-07-04 14:19:00

ხატია ბუნიათიშვილს 4 ივლისს, ტელეარხ France 2-ზე, ფრანგი მაყურებელი ადგილობრივი დროით 21:05 წუთზე ელოდება.

ლეგენდარული ქართველი პიანისტი, საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეშოუში, Le Grand Echiquier-ში მიიღებს მონაწილეობას. თუ რომელ ნაწარმოებს შეასრულებს ქართველი პიანისტი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ტელეგადაცემაში, ხატია ბუნიათიშვილის მონაწილეობის შესახებ France 2-მა ვიდეო რგოლი მოამზადა, რომელსაც მუსიკოსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტით ბრუნდება. ის მშობლიური აუდიტორიის წინაშე 28 სექტემბერს წარდგება.