მოუთმენლად ველი ჩემს ქალაქთან ჩახუტებას - ხატია ბუნიათიშვილი თბილისში კონცერტით ბრუნდება

საქართველო, თბილისი - 2019-06-24 17:31:00

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, 28 სექტემბერს თბილისში კონცერტით ბრუნდება. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 28 სექტემბერს თბილისში, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში, ვახტანგ კახიძესთან და თბილისის სიმფონიურ კონცერტთან ერთად დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი ჩემს ქალაქთან ჩახუტებას“,- წერს ხატია ბუნიათიშვილი.