მამუკა ბახტაძე 9-10 ივნისს კანადას ეწვევა

საქართველო, თბილისი - 2019-06-08 22:16:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ქალაქი მონრეალი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური კანადას 9-10 ივნისს ეწვევა.

9 ივნისს პრემიერი სიტყვით გამოვა ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნით სესიაზე, რომელზეც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს.

მონრეალში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს წამყვანი საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.