ესტონეთი გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი გახდა

საქართველო, თბილისი - 2019-06-07 21:30:00

დღეს, ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების არამუდმივი წევრების არჩევნებში, ესტონეთმა მიიღო წევრობის მანდატი 2020-2021 წლებში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალურს თქმით, ეს არის ისტორიული მოვლენა და ესტონური დიპლომატიის გამარჯვება.

„გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა ესტონეთის ადგილს რუკაზე დიდებულს გახდის“, - დასძინა მან.

არჩევნებს ესტონურ დელეგაციასთან ერთად ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდიც ესწრებოდა, რომელიც აღფრთოვანების შეძახილებით შეხვდა შედეგების გამოცხადებას.

გაეროს უშიშროების საბჭოში 5 მუდმივი წევრია: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. მათთან ერთად 10 არამუდმივი წევრი: 3 ადგილი აფრიკული ქვეყნებისთვის, 2 ადგილი აზიური სახელმწიფოებისათვის, 2 ადგილი ლათინოამერიკული ქვეყნებისთვის. ასევე 2 ადგილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და ერთი ადგილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნისთვის.