ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის მფლობელი მეთექვსმეტედ გახდა

საქართველო, თბილისი - 2019-05-24 12:07:00

2019 წელს, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება სან-პაულოში, ბრაზილიაში შედგა.

საქართველოს ნაკრები, ბრაზილიაში სამი სპორტსმენის შემადგენლობით გაემგზავრა. მედლებისთვის ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოდნენ.

ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობისკატეგორიაში პირველობა ამჯერადაც არავის დაუთმო და მსოფლიო თასის გამარჯვებული მეთექვსმეტედ გახდა. აღსანიშნავია, რომ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინა თიბილაშვილმა.