ბავშვების პორნოგრაფიაში ბრალდებული ბელგიელი მსახიობის სასამართლო პროცესი არასაკმარისი მოსამართლეების გამო გადაიდო

საქართველო, თბილისი - 2019-05-20 20:08:00

ბელგიაში, 56 წლის მსახიობის სასამართლო პროცესი, რომელსაც ბავშვების პრონოგრაფიის გადაღება, შენახვასა და გავრცელებაში ედება ბრალი, არასაკმარისი მოსამართლეების გამო გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცას The Brussels Times-ი ავრცელებს.

ბრალმდებელის ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი უკმაყოფილოა.

„არ მესმის რა პრობლემაა ცივილიზებულ ქვეყანაში შესაბამისი რაოდენობის მოსამართლეების არსებობის“,- აღნიშნა ოჯახის წარმომადგენელმა, რომლის 5 წლის ბავშვიც, სავარაუდოდ, ბელგიელმა მსახიობმა პორნოგრაფიულ ფოტოებში გადაიღო.

გადადებული სასამართლო სხდომა სავარაუდოდ 12 ივნის, ანტვერპში გაიმართება.