სტამბოლში კიდევ ერთი საკრუიზო პორტი აშენდება

საქართველო, თბილისი - 2019-05-07 11:35:00

სტამბოლში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. აეროპორტ "სტამბოლის" შემდეგ, სტამბოლში დიდი საკრუიზო პორტი აშენდება. პორტის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრულდება, აღნიშნა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეხმეტ ერსოიმ. 

ახალი პორტი ერთდროულად 6 დიდი საკრუიზო ლაინერის მიღებას შეძლებს. პორტი სტამბოლში, იენიკაპის რაიონში აშენდება. 

მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაზე ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება. 

ექსპერტების შეფასებით, ახალი პორტის მშენებლობა სტამბოლში ტურისტების რაოდენობას, წელიწადში საშუალოდ 3 მლნ ტურისტით გაზრდის.