ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი ექნება

საქართველო, თბილისი - 2019-05-05 14:39:00

ბათუმს UEFA- მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი ექნება.

20 000 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ამ ეტაპზე 450 ადამიანია დასაქმებული.

სახურავის მემბრანის გადახურვის სამუშაოების 90 % უკვე დასრულებულია.

სამშენებლო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე გაეცნენ.

ამ ეტაპზე ფასადის არქიტექტურილი მემბრანის ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობს, რომლის 40% უკვე დასრულებულია. შიდა მოპირკეთების სამუშაოები ხორციელდება. საინჟინრო კომუნიკაციის მონტაჟის 90% დასრულებულია

უახლოეს პერიოდში სკამების მონტაჟისთვის ტრიბუნების მომზადება, მინდვრის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები,განათება-გახმოვანების სისტემის დამონტაჟება დაიწყება.