ბათუმის ბულვარში ველობილიკის რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 246 171 ლარი დაიხარჯება

საქართველო, თბილისი - 2019-05-01 17:27:00

ბათუმის ბულვარში ველობილიკის სარემონტო-სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიხედვით, მოწესრიგდება და შეიღებება 5100 გრძ.მეტრი ველოტრასა.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია  მონოლითური ბეტონის დაზიანებული საფარის სრულად აღდგენა და ფეხით მოსიარულეთა გადასვლელებზე  საგზაო მარკირებების მონიშვნა. სამუშაოები ქანდაკებაალი და ნინო”-დან დაიწყო  და ახალი ბულვარის ჩათვლით განხორციელდება.

ტურისტულ სეზონზე მოწესრიგებული საველოსიპედო ბილიკი მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო იქნება გადაადგილებისათვის.

ველობილიკის რეაბილიტაციისათვის  ბიუჯეტიდან  246`171-ლარი დაიხარჯება.