ექსპერტებმა ევროპის ყველაზე დატვირთული ავიამიმართულებების TOP-10 დაასახელეს

საქართველო, თბილისი - 2019-04-12 10:52:00

ევროპაში ყველაზე დატვირთული ლონდონი-ნიუ იორკის ავიამიმართულებაა. ბოლო წლის განმავლობაში აღნიშნული მარშრუტი 3 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, აღნიშნულია Sabre Market Intelligence-ს კვლევაში. ამ ორ დანიშნულების პუნქტს შორის მანძილი 5.5 ათას კმ-ს შეადგენს.

გასული წლის მონაცემების მიხედვით, მგზავრების უმეტესობამ ამ გზის დაფარვა ავიაკომპანია British Airways-ის მეშვეობით (40.7%) გადაწყვიტა, მგზავრების 28.5%-მა Virgin Atlantic-ით, ხოლო 20.6%-მა ავიაკომპანია American Airlines-ის ბორტებით.

ექსპერტების შეფასებით კი 2017 წელს ყველაზე დატვირთული ლონდონი-დუბაის ავიამიმართულება იყო. თუმცა 2018 წელს ამ მიმართულებაზე მგზავრთნაკადი ოდნავ შემცირდა. 

მაშ ასე, 2018 წლის მონაცემებით, ევროპის ყველაზე დატვირთული მიმართულებების TOP-10 ასე გამოიყურება: 

1. ლონდონი - ნიუ იორკი (2.9 მლნ მგზავრი)

2. ლონდონი - დუბაი (2.6 მლნ მგზავრი) 

3. ლონდონი - დუბლინი (1.8 მლნ მგზავრი)

4. სტამბოლი - თეირანი (1.7 მლნ მგზავრი) н)

5. ლონდონი - ამსტერდამი (1.7 მლნ მგზავრი)

6. ლონდონი - ლოს-ანჯელესი (1.6 მლნ მგზავრი)

7. ლონდონი - სინგაპური (1.5 მლნ მგზავრი)

8. ლონდონი - ჰონგკონგი (1.5 მლნ მგზავრი) 

9. პარიზი - ნიუ იორკი (1.5 მლნ მგზავრი)  

10. ლონდონი - ფრანკფურტი (1.5 მლნ მგზავრი)