ჭიათურაში საბაგიროს მშენებლობისას მუშა დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 2019-03-30 13:26:00

ჭიათურაში საბაგიროს მშენებლობისას მუშა დაიღუპა. მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, მუშას, სავარაუდოდ დენმა დაარტყა. 

შსს-ის განცხადებით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.