100 ლარი ეღირება პასპორტის განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემა. განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისთვის პირი დამატებით 20 ლარს გადაიხდის, მე-3 სამუშაო დღეს - 50 ლარს. ამასთან, თუ პირს ბიომეტრიული პასპორტის მიღება განაცხადის შეტანიდან 24 საათში სურს, 100 ლარის გარდა, დამატებით 90 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო თუ პასპორტს განაცხადის შეტანის დღესვე მიიღებს, დამატებით 105 ლარს გადაიხდის.
იგივე ეღირება საქარველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტიც.