თუმცა ამავე დროს ბესლან ბუთბა ეჭვს გამოთქვამს, რომ მისი აზრით, მისი ამ მოთხოვნის მიუხედავად, "აფხაზეთის მოქმედი ხელისუფლება ამაზე დასთანხმდეს".
ხოლო რაც შეეხება ბუთბას სურვილს სხვა ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატებტან გამართოს სატელევიზიო დებატები, იგი აცხადებს, რომ "თავად იგი და ყველა მათგანი ერთ ბანაკში იმყოფებიან".
შეგახსნებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 12 დეკემბერსაა დაგეგმილი. ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტობის პოსტზე კი ხუთი კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას.