2019 წლის 1-ლი იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში, პრობლემური სესხების განულების პროექტში კიდევ 14-მა საფინანსოორგანიზაციამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და გაყიდა საკუთრებაში არსებული სესხები.
ამჟამად, საიტზე vali. ge დამატებით ატვირთულია შემდეგი ორგანიზაციებიდან შეძენილი 58,241 სესხი:
ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 609 ათას 542 მსესხებლის, 1,360, 991 სასესხო ჩანაწერისშესახებ, ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4,027,099,783 ლარს.
შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:
ასევე, შეთანხმება მიღწეულია 2 ორგანიზაციასთან სესხების შეძენის თაობაზე და მათი მონაცემებიც უახლოეს პერიოდში განთავსდება ვებგვერდზე www.vali.ge, აღნიშნული ორგანიზაციებია:
შეგახსენებთ, რომ 15 იანვრამდე ფონდი „ქართუს" კარი ღია იყო ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთაპორტფელი აკმაყოფილებდა უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, აღნიშნულ ვადაში ყველას ჰქონდა შესაძლებლობაშეერთებოდა სასესხო ვალდებულებების პატიების ამ ერთჯერად პროგრამას.