თბილისში მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 2009-11-10 13:57:00

თბილისში მიწისძვრა მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმოლოგიურ ცენტრში უკვე დაუდასტურეს.

სეისმოლოგების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქში 13:39 წუთზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,1 ბალს შეადგენდა. ეპიცენტრი თბილისის ზღვი მიმდებარე ტერიტორიაზე იყო.

"მიწისქვეშა ბიძგები მხოლოდ თბილისში დაფიქსირდა და ის საკმაოდ სუსტი იყო. აქედან გამომდიბარე, ნგრევასვერ გამოიწვევდა", - განაცხადეს სეისმოლოგიის ცენტრში.