სოფლის მეურნეობის მინისტრმა მევენახეებს პრობლემების შემთხვევაში საკოორდინაციო შტაბთან დაკავშირება ურჩია

საქართველო, თბილისი - 2010-09-08 13:27:00

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა "რთველი 2010"-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნაზე მევენახეებს მოუწოდა, რთველთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მისაღებად და ნებისმიერი დარღვევის შესახებ შატყობინონ შტაბს.

მინისტრმა პირადად გამოაცხადა ცხელი ხაზის ნომრები _ 891 10 22 78 / 891 10 22 79 და აღ%ნიშნა, რომ არც ერთი საკითხი რეაგირების გარეშე არ დარჩება.