,,აფხაზეთის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან აფხაზეთი არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და იქ არსებული უნივერსიტეტიც ვერ იქნება სახემლწიფო სტატუსის მატარებელი. ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ კლუბში აფხაზეთის უნივერსიტეტის გაწევრიანებას, მხოლოდ საქართველოს საგანმანათლებლო, სამართლებრივი სივრცის გავლით" - განაცხადა დალი ხომერიკმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის განცხადებით, ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ევროპის რექტორთა კლუბში გაწევრიანება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებლი ქვეყნის უნივერსიტეტებს შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში, აღნიშნულ კლუბში გაწევრიანება არ უნდა იქნეს დაშვებული.