ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში საჯარო დისკუსია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 2009-11-09 18:52:00
![]()
11 ნოემბერს, 18:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: "საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებლი საერთაშორისო მისიის ანგარიში".
მომხსენებლები არიან გოგი გვახარია; ასევე სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი; კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი; საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე.