თბილისში, მარცხენა სანაპირო, ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე BMW-ს მარკის ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს.
უწყების ინფორმაციით, 21 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.