აშშ-სგან საბრძოლო აპარატურის შეძენა გრძელდება - ლევან იზორია

საქართველო, თბილისი - 2018-05-23 13:42:00

უახლოეს მომავალში საქართველო გეგმავს გააგრძელოს იარაღის შეძენა საკუთარი ჯარისთვის, აშშ-სგან.

ეს იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას და აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჯონ რუდის ვაშინგტონში შეხვედრის საუბარის თემა.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები შეიძენს საბრძოლო აპარატურას და იარაღს აშშ-ში.

"აშშ-სგან სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინის“ შეძენის შემდეგ გრძელდება საბრძოლო აპარატურისა და იარაღის შეძენა“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

„აქცენტი გაკეთებული იქნება აშშ-სგან მცირე ზომის ტაქტიკური ერთეულის შეიარაღების შეძენაზე“ - აცხადებს საქართველოს თავდაცვის პრეს-სამსახური.  

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესმა მხარი დაუჭირა საქართველოს შეიარაღებას სარაკეტო კომპლექს „ჯაველინით“. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გასული წლის დეკემბრის თვეში, ხოლო იანვარში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ "ჯაველინი" უკვე საქართველოშია და „გათავსებულია უსაფრთხო ადგილას“.