„ტურიზმის ოსკარი“ საბერძნეთმა მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 2018-05-11 17:51:00

საერთაშორისო ცენტრმა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის ე.წ. "ტურიზმის ოსკარი" საბერძნეთს მიანიჭა და წელს ხმელთაშუა ზღვისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის წამყვან ტურისტულ ცენტრად იქცა.

როგორც ბერძნული ეროვნული ტურიზმის ორგანიზაცია აცხადებს,  კომიტეტი ირჩევს გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში. როგორიცაა ხმელთაშუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ტურისტული მიმართულება, პროფესიონალური ტურიზმი, კულტურული მიმართულება, კულინარიული ტურიზმი, საუკეთესო წარმოდგენა კვების სფეროში და სხვა.

შერჩევა მოხდა ისეთ სერიოზულ კონკურენტებს შორის, როგორიცაა: საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ავსტრია, უნგრეთი, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვენია, ხორვატია, მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ტუნისი, მალტა, კვიპროსი, სერბეთი და საბერძნეთი.