ილონ მაკსმა „Tesla“-ს აქციები 10 მილიონ დოლარად შეიძინა

საქართველო, თბილისი - 2018-05-09 12:05:00

ბიზნესმენმა, ილონ მასკმა საკუთარი კომპანია „Tesla“-ს 33 ათასი აქცია იყიდა, რაშიც 9,9 მილიონი დოლარი დახარჯა.

მედიის ცნობით, აქციების შეძენის გადაწყვეტილება მიღებული იქნა „Tesla“-ს რეკორდული კვარტალური დანაკარგის განცხადების ფონზე.