რუსეთში ყოველი მეორე სავაჭრო ცენტრის შენობა სიცოცხლისთვის საშიშია

საქართველო, თბილისი - 2018-04-30 14:47:00

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ვლადიმერ პუჩკოვმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შეამოწმეს ყველა არსებული სავაჭრო-გასართობი ცენტრები, კონოთეატრები და ბავშვთა დასასვენებელი ნაგებობები. შედეგებმა აჩვენა, რომ ყოველი მეორე სავაჭრო ცენტრის შენობა სიცოცხლისთვის სახიფათოა.

"ყოველ მეორე შენობას აქვს სერიოზული დარღვევები. მათი მშენებლობისას თავიდანვე იყო დაშვებული მრავალრიცხოვანი დარღვევები" - აცხადებს პუჩკოვი.

მისი თქმით, ამ 1 მაისიდან სავაჭრო ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ხანძარსაწინააღმდეგო სწავლება ჩატარდება.