ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენიდან 77 წლის მამაკაცი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 2018-04-20 13:06:00

გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, გატაცებული 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილია.

ელიზბარ მესტუმრიშვილი საოკუპაციო ზოლთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს მწყემსავდა.