საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბელგიაში გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 2010-08-04 12:54:00


საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს, გამთენიისას, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაემგზავრა. გუნდი ბელგიაში ტრანზიტული რეისით, სტამბოლის გავლით გაფრინდა.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A დივიზიონის მატჩი, ბელგია-საქართველო, 5 აგვისტოს, თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება. შეხვედრას ანტვერპენის არენა - "ლოტო" უმასპინძლებს.

ცნობისათვის, მატჩს პრდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს.