დუბაიში „ჭკვიანი პარკი“ გაიხსნა, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს

საქართველო, თბილისი - 2018-03-12 17:54:00

დუბაიში გაიხსნა პირველი „ჭკვიანი პარკი“, სადაც ყველაფერი მზის ენერგიაზე მუშაობს. ნათქვამია ქალაქის მუნიციპალიტეტის პრეს რელიზში.

პარკ  „Al Barsha South Park“-ში არის ავტოსადგომი, რომელიც მზის ელემენტების პანელების დახმარებით მუშაობს და ასევე ავტოგასამართები ელექტრო მანქანებისთვის.

პარკის მთლიან განათებასაც ასევე მზის ენერგია უზრუნველყოფს. პარკის საერთო ფართობი 7 ჰექტარია. მისი ღირებულება 5 მილიონ დოლარს შეადგენს.