დღეს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2010-07-30 08:10:00


დღეს, 30 ივლისს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში, რომლის დასკვნითი ნაწილის დასწრებისა და კალათბურთელებთან გასაუბრების საშუალება ექნებათ ჟურნალისტებს.

პრესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის სპორტის სასახლის დარბაზის კარი დილის 11:30 გაიღება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს 2 აგვისტოს სპორტის სასახლეში გამართავს.

იგორ კოკოშკოვის გუნდი პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.