2050 წელს შავ ზღვაში უფრო მეტი პლასტიკური ნარჩენი იქნება, ვიდრე თევზი - UNDP (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 2018-02-21 16:44:00

"შავ ზღვაში ორჯერ მეტი პლასტიკური ნარჩენი ტივტივებს, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ბუნებრივ წყალსაცავში", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ავრცელებს. 

"ზღვის მაცხოვრებლების უფლებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი. გადარჩენისთვის მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, დავიცვათ ჩვენი ზღვა და გადავარჩინოთ მისი ბინადარნი", - ვკითხულობთ UNDP-ის განცხადებაში. 

აღნიშნულ საკითხზე მომზადებული ვიდეორგოლის დასასრულს ვკითხულობთ, 2050 წლისთვის შავ ზღვაში უფრო მეტი პლასტიკური ნარჩენი იქნება, ვიდრე თევზი.