საქართველოს შს სამინისტრო ცხინვალის კრიმინალური რეჟიმიდან პასუხს დღეს ელოდება

საქართველო, თბილისი - 2009-11-06 10:41:00

გორის რაიონის სოფელ ტირძნისიდან ოსი სეპარატისტების მიერ გატაცებული ბავშვების გათავისუფლების შესახებ, საქართველოს შს სამინისტრო პასუხს ცხინვალის კრიმინალური რეჟიმიდან დღეს ელოდება. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გატაცებული ბავშვების ოჯახებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

ბავშვები 4 ნოემბერს გაუჩინარდნენ და ისინი სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ აღარავის უნახავს.

ოსი სეპარატისტების მტკიცებით დაკავებისას მოზარდებს 4 ხელყუმბარა და ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდათ.

საქართველოს ხელისუფლება მათ უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. გატაცებული ბავშვების საქმეს უკვე იკვლევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.