"კავკასუს ონლაინის" აბონენტებს გლობალური ინტერნეტის მიწოდება შეუწყდათ

საქართველო, თბილისი - 2010-07-21 13:07:00

"რკინიგზის ტელეკომში" მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, "კავკასუს ონლაინის" აბონენტებს დროებით შეუწყდათ გლობალური ინტერნეტის მიწოდება. ტექნიკური შეფერხება ქუთაისთან მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გადამცემი ხაზის დაზიანებამ გამოიწვია.

"კავკასუს ონლაინი"-ს სახელით ბოდიშს ვუხდით ყველა აბონენტს. მომსახურების აღდგენის მიზნით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები.