"საქართველოს ბანკს" ბაზარზე ახალი საკრედიტო ბარათი გამოაქვს

საქართველო, თბილისი - 2010-07-20 08:22:00


"საქართველოს ბანკს" ბაზარზე ახალი საკრედიტო ბარათი გამოაქვს. ახალი ბარათის პირობებზე ბანკის მენეჯმენტი განხცადებას დღეს, 20 ივლისს, ოფიციალურად გააკეთებს.

20 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" (თავისუფლების მოედანი 4) გაიმართება "საქართველოს ბანკის" პრესკონფერენცია ახალი საკრედიტო ბარათის გამოშვებასთან დაკავშირებით.

პრესკონფერენციას გაუძღვებიან "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და "ამერიკან ექსპრესის" გლობალური ქსელის მომსახურების ვიცე-პრეზიდენტი ალექს ფურბერი.