თბილისს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 2010-07-14 19:29:00


ხვალ, 15 ივლისს, თბილისს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ მინისტრს ჟანს ასელბორგი ეწვევა.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჟანს ასელბორგი საგრეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 17:00 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ მინისტრ ჟანს ასელბორგს 1999-2004 წლებში ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტად, 2004 წლის 31 ივლისიდან პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2009 წლის არჩევნების შემდეგ კი მან ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობები დაიკავა.