ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "ოლიმპი" ყაზახურ "აქტობეს" დაუპირისპირდება

საქართველო, თბილისი - 2010-07-14 19:11:00


უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველსო ჩემპიონი, რუსთავის "ოლიმპი" დღეს პირველ შეხვედრას გამართავს. თემურ მახარაძის გუნდის მეტოქე ყაზახეთის ჩემპიონი "აქტობე" იქნება.

ყაზახეთში მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება

საქართველოს ოქროსმედალოსანი გუნდი ყაზახეთში შეცვლილი შემადგენლობით გაემგზავრა.