ფიფას რეიტინგში საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა

საქართველო, თბილისი - 2010-07-14 18:28:00

ფიფას ახლად გამოქვეყნ ებულ საფეხბურთო რეიტინგში საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 111-ე პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელების პროგრესი 25 მაისს, კამერუნის ნაკრებთან ფრედ ნათამაშებმა მატჩმა გამოიწვია.

სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა და ახალ რეიტინგში მუნდიალის შედეგებიც აისახა. მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები რეიტინგში 1-ელ ადგილზე გადავიდა, მეორე ადგილოსანი ჰოლანდია კი რეიტინგშიც მეორე ადგილზეა.

ცნობისათვის, ახალ რეიტინგში, ჩვენს მეზობლად, წინა საფეურებზე არიან კაბო ვერდე, იემენი და ზიმბაბვე. ჩვენს შემდეგ კი ტანზანია, რუანდა, კუბა.


1. (+1) ესპანეთი 1883
2. (+2) ჰოლანდია 1659
3. (-2) ბრაზილია 1536
4. (+2) გერმანია 1464
5. (+2) არგენტინა 1289
6. (+10) ურუგვაი 1152
7. (+1) ინგლისი 1125
8. (-5) პორტუგალია 1062
9. (+3) ეგვიპტე 1053
10. (+8) ჩილე 988
12. (+1) საბერძნეთი 975
15. (-5) ხორვატია 968
37. (-11) ისრაელი 733
50. (-4) ლატვია 579
63. (+4) კვიპროსი 523
111. (+9) საქართველო 237
152. (+5) მალტა 105