სტადიონებზე მაყურებლის დასწრების მიხედვით სამხრეთ აფრიკა მე-3 ადგილზე გავიდა

საქართველო, თბილისი - 2010-07-13 11:56:00


სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, სტადიონებზე მაყურებლების დასწრების რაოდენობის მიხედვით მე-3 ადგილზე გავიდა.

სამხრეთ აფრიკული მუნდიალს საერთო ჯამში 3,18 მილიონი მაყურებელი დაესწრო - ერთ შეხვედრაზე საშუალოდ 49 670 გულშემატკივარი.

ცნობისათვის, ამ მხრივ, პირველ ადგილზე 1994 წელს აშშ-ში გამართული მსოფლიო ჩემპიონატია - 3,54 მილიონი მაყურებლით, მეორეზე გერმანიაში, 2006 წელს გამართული მუნდიალია - 3,36 მილიონი მაყურებლით.