ტალინში ადგილობრივი "ფლორა" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება

საქართველო, თბილისი - 2010-07-08 12:21:00

დღეს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი "ფლორა" თბილისის "დინამოს" დაუპირისპიედება. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 19:45 საათზე "ლე კოქ არენაზე" გაიმართება.

ესტონეთში "დინამო" შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: გიორგი ლორია, ბექა შეყრილაძე

მცველები: გულვერდ თომაშვილი, ლევან ხმალაძე, ლევან კაკუბავა, გიორგი გველესიანი

ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი კახელიშვილი, ედნილსონი, ირაკლი ლექვთაძე, ჯუისი, გიორგი თექთურმანიძე, რობერტინიო, გიორგი მამუჩიშვილი

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე, ზვიად მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა თბილისში "დინამოელთა" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.