საქართველომ რუსეთს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებაზე უარი უთხრა

საქართველო, თბილისი - 2017-08-22 14:28:00

რუსულმა მხარემ დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ საჭირო არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ მხარეს ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში აზერბაიჯანისა და თურქეთის გარდა სომხეთიც დაეხმარება.

მისივე განცხადებით, დახმარების სურვილი გამოთქვა რუსეთმაც, მაგრამ საქართველო არსებული ძალებით შეძლებს სტიქიასთან გამკლავებას.