გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა არგენტინის ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით - 4:0 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 2010-07-03 19:54:00

გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა არგენტინეს ნაკრები და ნახევარფინალში გავიდა

მატჩის პირველი ტაიმის მე-3 წუთზე ანგარიში ბასტიან შვაინტაინგერის ჩაწოდების შემდეგ ტომას მიულერმა განხსნა.

68-ე წუთზე პოდოლსკის გადაცემის შემდეგ ანგარიში ორმადე გაზარდა მიროსლავ კლოზემ. მესამე გილი კვლავ ბასტიან შვაინტაინგერის გადაცემის შემდეგ ანრე ფრიდრიხმა გაიტანა.

ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები ესპანეთი-პარაგვაის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.