რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნაბაკევში ხასაიების ოჯახი გადაწვეს

საქართველო, თბილისი - 2009-11-04 12:18:00

3 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რუზგენ ხასაიას სახლს ცეცხლი წაუკიდეს და გადაწვეს. Aამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "აფხაზეთის მედია-ცენტრიდან" აცნობეს. 

ხასაიების ოჯახმა სოფელი ნაბაკევი რამდენიმე დღის წინ დატოვა და საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა. Aარსებული ინფორმაციით, ხასაიების ოჯახისთვის სოფლის დატოვების მიზეზად ოკუპანტებისა და სეპარატისტების მხრიდან მათზე გარკვეული სახის ზეწოლა სახელდება.