შალვა ნათელაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 2009-11-03 14:19:00

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს, ხელისუფლებას გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანისკენ მოუწოდებს.

როგორც ნათელაშვილმა, დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, 1-ელ დეკემბერს იწყება სერბეთის საჩივრის განხილვა, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ არის მიმართული. მისი განცხადებით, აღნიშნულ საჩივარს უკვე შეურთდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები _ ესპანეთი, რუმინეთი და საბერძნეთი.
"მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ შეურთდეს საქართველო, სერბეთის საჩივარს და მეტიც, თავადაც შეიტანოს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში მსგავსი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ", _ აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.