სადახლოზე, ნინოწმინდასა და სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-07 18:33:00

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო საავტომობილო“, „ნინოწმინდა“ და „სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში 26,860 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა.

პირველ შემთხვევაში საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს; 4 კანონდამრღვევ მოქალაქეს კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად,  ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება  და, სანქციის სახით, თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.